1. პროექტისსახელწოდება: “დაბერებული სოფელი“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მიგრაცია სოფლებში.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურა იმით, რომ მოსწავლეები განიმტკიცებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდებს, შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარებს, იპოვნიან ინფორმაციის მოპოვების გზებს.შეაგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს.
4. პროექტის მიზნები: სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მოსწავლეები დაეუფლებიან ცხრილებისა დადიაგრამების შედგენის უნარ–ჩვევებს. გაიაზრებენ დაგროვილ ისიხშირის და ფარდობითი სიხშირის არსს. ისწავლიან წერტილოვანი, სვეტოვანი და ფოთლებიანი ღეროების მსგავსი დიაგრამების აგებას. დაეუფლებიან მონაცემების წარმოდგენის ყველა ხერხს. წარმოადგენენ შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს: საშუალოს, მოდას, მედიანას, დიაპაზონს და სტანდარტულ გადახრას.
5. სამიზნე ჯგუფი: მე–11–ე კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოიძიებენ ინფორმაციას რაიონის რამოდენიმე სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და მათი ასაკის შესახებ,შეადგენენ შესაბამის ცხრილებს,დიაგრამებს, განივითარებენ დაკვირვების,მსჯელობისა და კვლევის უნარებს.
8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ირჩევენ თემას და მოუკიდებლად იყოფიან ჯგუფებად.პირველი ჯგუფი მოიიძიებს მასალას მოსახლეობის რაოდენობის შესახებ,მეორე– დაალაგებს მოძიებულ მასალას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.მოძიებული ინფორმაციით ააგებენ ცხრილებს და დიაგრამებს. მიღებული მონაცემებით იპოვიან შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს (საშუალოს,მოდას,მედიანას,დიაპაზონს).გააკეთებენ პრეზენტაციას.გამოიტანენ შესაბამისი დასკვნების.
10. პროექტისხელმძღვანელი(მასწავლებელი): ელისო მუშკუდიანი
No comments:
Post a Comment