| კრიტერიუმი | 1–4 | 5–6 | 7–8 | 9–10 |
| სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპის დასახელება. | ვერ ასახელებს ან ძალიან იშვიათად ასახელებს სივრცული ფიგურის ტიპს. | გამოიცნობს სივრცული ფიგურის ტიპს, მაგრამ უჭირს მისი ელემენტების დასახელება. | ასახელებს სივრცული ფიგურის ტიპს და მის ელემენტებს. ზოგჯერ უშვებს შეცდომებს. | ყოველთვის ზუსტად ასახელებს სივრცული ფიგურის ტიპს და მის ელემენტებს. |
| სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებების აღწერა შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. | ვერ ახერხებს ან თითქმის ვერ ახერხებს სივრცული ფიგურების გამოსახულებების აღწერას, არასწორად იყენებს ტერმინოლოგიას. | აღწერს მაგრამ შეცდომებით სივრცული ფიგურების გამოსახულებებს, იშვიათად იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. | აღწერს სივრცული ფიგურების გამოსახულებებს, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. იშვიათად უშვებს შეცდომებს. | ზუსტად აღწერს სივრცული ფიგურების გამოსახუ–ლებებს, ყოველთვის იყენებს შესაბამის ტერმინოლო– გიას. |
| სივრცული გეომეტრიული ფიგურების შლილების დამზადება. | თითქმის ვერ ახერხებს სივრცული ფიგურების შლილების დამზადებას. | ამზადებს ზოგიერთი სივრცული ფიგურის შლილს განასხვავებს ფიგურებს მისი შლილების მიხედვით. | ამზადებს სივრცული ფიგურის შლილებს, განასხვავებს მათ შლილების მიხედვით. | ყოველთვის კარგად ამზადებს სივრცული ფიგურების შლილებს, განასხვავებს მათ შლილების მიხედვით, შეუძლია ზოგიერთი მათგანის მოდელის დამზადება. |
| ეილერის ფორმულის გამოყენება სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად. | არასწორად იყენებს ეილერის ფორმულას. | იშვიათად იყენებს ეილერის ფორმულას ფიგურის ელემენტების რაოდენობის დასადგენად. | იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურის ელემენტების რაოდენობის დასადგენად, იშვიათად უშვებს შეცდომებს. | იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურის ელემენტების დასთვლელად. არ უშვებს შეცდომებს. შემოქმედები– თად უდგება საკითხს. |
Monday, May 12, 2014
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment