Monday, May 12, 2014

გაკვეთილის თემასივრცული ფიგურები. ეილერის ფორმულა
სწავლების საფეხური1 საფეხური. მე–6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა    10

გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლემ გაიღრმავოს ცოდნა სივრცული ფიგურების შესახებ. შეძლოს გეომეტრიული ფიგურების კლასიფიკაცია ბრტყელ და სივრცულ ფიგურებად. შეძლოს სივრცული ფიგურების ამოცნობა, მათი ელემენტების დასახელება,რაოდენობის დათვლა დაურთიერთგანლაგების განსაზღვრა,ეილერის ფორმულის გამოყენება.შლილების მიხედვით სივრცული ფიგურების აღდგენა,დამზადება,სხვადასხვა სახის გაზომვების ჩატარება და გამოყენება პრაქტიკული საქმიანობისათვის.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორი    მოსწავლე ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს,აღწერს და გამოსახავს მათსხვადასხვა ხერხით.
    ასახელებს სივრცული ფიგურის სესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით.
    აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებსან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
    ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს,განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
    სხვადასხვა ფიგურებისათვის (ბრტყელი,სივრცული) ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს ელემენტების რაოდენობის დასადგენად.


     
საჭირო რესურსები   დაფა,ცარცი, სახაზავი,მარკერები თეთრი ფურცლები,თვალსაჩინოებები,მოდელები,კომპიუტერი,პროექტორი
    A–ფაზა. გამოწვევა  10-წთ   აქტივობა1:საშინაო დავალების ამოცანების განხილვა ფართობის გამოთვლაზე.
   აქტივობა 2: ვთხოვ დაასახელოს მისთვის ცნობილი გეომეტრიული ფიგურები,ჩამოვწერთდაფაზე, დაასახელოს რომელია მათგან ბრტყელი  და რომელი სივრცული,ვაგებთ T დიაგრამას.
   აქტივობა 3: გონებრივი იერიში:კითხვებით ვადგენ წინარე ცოდნას.
   აქტივობა 4:წინასწარ მომზადებული დიაგრამის გამოყენებით ვუხსნი სივრცული ფიგურების კლასიფიკაციას
   B –ფაზა: ცოდნის კონსტრუირება: 20წთ
   აქტივობა5:   ყურადღებას ვამახვილებ მრავალწახნაგებზე და ვუხსნი მის შემადგენელ ნაწილებს.(წვერო, წიბო, წახნაგი),შესაბამისი თვალსაჩინოების გამოყენებით.
   აქტივობა 6:პლაკატზე, სადაც მრავალწახნაგებია გამოსახული დატვალოს წიბოების, წვეროების და წახნაგების რაოდენობა,შეავსოს შესაბამისი ცხრილი,სადაც აღმოაჩენს გარკვეულ კანონზომიერებას და გამოიტანს შესაბამის დასკვნას.
   აქტივობა7:ვიხილავთ ეილერის ფორმულას.
   აქტივობა 8:შესაბამისი ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლე თვითონ აღმოაჩენს გარკვეულ დამოკიდებულებას პრიზმისა და პირამიდის წიბოებს, წახნაგებსა და წვეროებს შორის,საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები.
    აქტივობა 8:პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ მრავალწახნაგებსა და მათ შლილებს წინასწარ მომზადებული სლაიდით.
    C–ფაზა:გამთლიანება/რეფლექსია 15წთ
   აქტივობა 8:  ვაძლევ წინასწარ მომზადებულ ამოცანებს,რომლებიც საშუალებას მისცემს გაიწაფოს მრავალწახნაგას ელემენტების ამოცნობაში და მათი ურთიერთგანლაგების განსაზღვრაში,ეილერის ფორმულის გამოყენებაში.
   აქტივობა 9:მოსწავლეს ვთხოვ წინასწარ მომზადებულ ფურცელზე დახაზოს ერთ–ერთი მრავალწახნაგას შლილი და ააგოს მისი მაკეტი.
შეფასება:
 განმავითარებელი,განმსაზღვრელი. ვაფასებ წინასწარ მომზადებული რუბრიკით.
  

No comments:

Post a Comment